ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვაზე საუბარს გეგმავს. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კანადაში გამგზავრებამდე ავსტრიაში ვიზიტისას გააკეთა.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში, რომელშიც ის მონაწილეობას დღეს მიიღებს, დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრას შეძლებს.
„ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც პრეზიდენტ ტრამპთან ვაპირებ, თავდაცვითი პაკეტია, რომლის ყიდვისთვისაც უკრაინა მზადაა. მჯერა, ამის შანსი გვექნება. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს. არავის სურს იმის წარმოდგენაც კი, როგორ შეიძლება ბრძოლა სიცოცხლისთვის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე. დიდი შვიდეულის ლიდერებთან ასევე განვიხილავთ რუსეთის გაყინულ აქტივებს. ჩვენ გვჭირდება ფასების ლიმიტი ენერგომატარებლებზე, კერძოდ, რუსულ ნავთობზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090