ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დღეს მაია ცქიტიშვილი და ჩორჩანას მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე გამოიკითხებიან

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

როგორც ცნობილია, დღეს გამოძიების კითხვებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე უპასუხებენ.

ჩორჩანას ეპიზოდდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი უკვე გამოიკითხნენ.