წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში გაემგზავრა.
ორბანის თქმით, თეთრ სახლში ვიზიტით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი თავი დაიწყება. უნგრეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ბუდაპეშტსა და ვაშინგტონს შორის ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს.
ორბანის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის დამსახურებით გაუქმდა უნგრეთისთვის დაწესებული პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები, ასევე შეწყდა ოფიციალური ბუდაპეშტის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების ამერიკული დაფინანსება.
ორბანი ტრამპს ხვალ შეხვდება.