ვფიქრობ, ჩარლი კირკს პრეზიდენტობის შესანიშნავი შანსი ჰქონდა – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი და ჩარლი კირკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.

„ვფიქრობდი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა ყველაზე მარტივად გადასაჭრელი, პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის „ერთმანეთი სძულთ“ და რომ ომის დამთავრების შესახებ შეთანხმების მიღწევა ჯერ შეუძლებელია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის კარგი ადამიანია, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, სტარმერი მიგრაციის საკითხს უფრო მკაცრად უნდა მიუდგეს.

ამასთან, ინტერვიუში დონადლ ტრამპა ჩარლი კირკზეც ისაუბრა და თქვა, რომ კირკი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა.

„მე მას ვუთხარი: „ჩარლი, ვფიქრობ, შენ შესანიშნავი შანსი გაქვს, ოდესმე პრეზიდენტი გახდე. ვფიქრობ, პრეზიდენტი გახდები“. ვფიქრობ, მას შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ის ძალიან მიმზიდველი იყო. არასდროს მინახავს, ვინმეს ისე დაეპყრო ადამიანების ჯგუფი, როგორც მან დაიპყრო ახალგაზრდობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.