უკრაინამ ბრიანსკში ორი რუსული ვერტმფრენი დაბომბა

უკრაინამ ბრიანსკში ორი რუსული ვერტმფრენი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი რუსული ვერტმფრენი დააზიანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინელების მიერ ერთ-ერთი გაშვებული ჭურვი Mi-8 ტიპის ვერტმფრენს მოხვდა. ის მთლიანად დაიწვა. მეორე ჭურვი Mi-35 ტიპის ვერტმფრენს მოხვდა. Mi-35 ნაწილობრივ დაზიანდა.

გარდა ვერტმფრენებისა ბრიანსკის აეროპორტში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწყობი. აეროპორტის ათეულობით თანამშრომლის ევაკუაცია გახდა საჭირო.