თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები
1758398118
უკრაინა იარაღის კონტროლირებად ექსპორტს იწყებს - განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, იარაღის გაყიდვის მიზანი აუცილებელი სამხედრო აღჭურვილობის დაფინანსება და მათი მასშტაბური წარმოებაა.
სარეალიზაციო იარაღის მაგალითად, ზელენსკის საზღვაო დრონები მოჰყავს, რომლებზეც, მისივე თქმით, საზღვარგარეთ მოთხოვნა გაზრდილია, ხოლო კიევს ჭარბი რაოდენობით აქვს.
"ასეთი კონტროლირებადი ექსპორტის წყალობით, გავზრდით ფრონტისთვის დრონების წარმოებას. ასევე გვექნება დაფინანსება. იარაღის გარკვეული სახეობები შეგვიძლია ვაწარმოოთ, ხოლო იარაღის გარკვეული ტიპები უკვე გვაქვს ბევრად უფრო დიდი მოცულობით, ვიდრე დღეს უკრაინას სჭირდება. მაგალითად, საზღვაო დრონები, რომლებსაც მსოფლიო ელოდება და რომლებიც ჩვენ გვაქვს ჭარბი რაოდენობით, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.