თურქეთში სიცხის ახალი რეკორდი - 50.5 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა

რატომ გვტკივდება თავი სიცხეში

თურქეთში სიცხის ახალი რეკორდი 50.5 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, მეტეოროლოგებმა ძლიერი სიცხე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილიპიში დააფიქსირეს, რომელიც ერაყს ესაზღვრება.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსით მაღალია სეზონისთვის დამახასიათებელი საშუალო მონაცემებთან შედარებით.

გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებშიც გაუწყლოვნებისა და დასიცხვის სიმპტომებით.