22 სექ. 2022 • 19:37
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ადგილობრივი დროით 15:46 საათზე ქალაქ კონიაში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბიძგები ანკარასა და მის შემოგარენშიც იგრძნობოდა.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.