დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა
1749097197
აშშ-მა დაიწყო სირიაში სამხედრო ბაზების შემცირება და საბოლოოდ ერთი ბაზა დარჩება, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ბარაკმა განაცხადა.
თურქულ მედიასთან ინტერვიუში, ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სირიაში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობა რვა სამხედრო ბაზიდან ხუთამდე, შემდეგ კი სამი ბაზამდე შემცირდება და საბოლოოდ ერთი დარჩება.
თომას ბარაკის განცხადებით, სამხედრო ძლების შემცირების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
„ერთხელაც ჩვენ გვექნება რეგიონული ურთიერთქმედება თურქეთს, სპარსეთის ყურეს, სირიას, იმედი მაქვს ისრაელს და სხვა რეგიონულ პარტნიორებს შორის და ვიტყვით, რომ ჩვენ აქ გვაქვს დიალოგის შესაძლებლობა ამერიკის ჩარევისგან დამოუკიდებლად“, – განაცხადა თომას ბარაკმა.