ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1753613264
საბერძნეთში 5 ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ათენის ჩრდილოეთით მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძრები მორიგმა სითბურმა ტალღამ გამოიწვია, რა დროსაც ტემპერატურა ქვეყანაში 44C გრადუსამდე აიწია. ცეცხლის გავრცელებას ქარმაც შეუწყო ხელი.
საბერძნეთმა ხანძრებთან ბრძოლაში დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.
ძლიერი ხანძრები მძვინვარებს თურქეთშიც, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე. ქვეყანაში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდიც დაფიქსირდა - თერმომეტრის ნიშნული 50.5C გრადუსამდე აიწია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შაბათს მეხანძრეები ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 76 კერას ებრძოდნენ.