1748675716
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა წარდგენილი

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა ნომინირებული. მისი კანდიდატურა გაეროს ტურიზმის გენერალურ ასამბლეას წარედგინება დასამტკიცებლად. დამტკიცების შემთხვევაში შაიჰა ალ ნოვაისი თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.
ორგანიზაციის 50-წლიან ისტორიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ალ ნოვაისი შეიძლება, პირველი ქალი გენერალური მდივანი გახდეს.
ცნობისთვის, გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ამ დროისთვის, მეორე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილი იკავებს.