1749027323
თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი - ნიკოლ ფაშინიანი

თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაიკავოს.
„ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია, ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ამ საკითხს ვსვამ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ. ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაიკავოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.