ცნობილმა პორტალმა დაასახელა ბავშვების სახელები, რომლებიც 2026 წელს იქნება პოპულარული

ბავშვები

2026 წელს ბავშვების პოპულარული სახელების შესახებ Daily Mail წერს. გამოცემა ბავშვების სახელების ყველაზე დიდ ვებგვერდს Nameberry-ის მონაცემებს ეყრდნობა. მომავალი წლის მთავარი ტენდენციების პროგნოზის თანახმად ლიდერობს სახელები, რომლებიც შთაგონებულია უძველესი ცივილიზაციებით.

გოგონების სახელებს შორის პოპულარულია სახელები: ოლიმპია, ადჰარა და მარსელა, ხოლო ბიჭების შემთხვევაში - რამზესი, ისიდორი და ლინუსი.

Nameberry-ის პროექტის ექსპერტმა სოფი კიმმა აღნიშნა, რომ მშობლები, რომლებიც უძველეს ცივილიზაციებთან დაკავშირებულ სახელებს ირჩევენ, ცდილობენ შვილებს ისტორიულ კონტექსტთან დააკავშირონ. სხვა მზარდ ტენდენციებს შორის არის ისეთი სახელები, როგორიცაა მერილინი, როქსი და ოფელია, ასევე „სულიერი გმირებისგან“  შთაგონებული სახელები - კიპარისი, ქრიდი და შაილო.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ახალგაზრდა მშობლების ძირითად ნაწილს მილენიალები და Z თაობა წარმოადგენენ, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ბუმერების თაობისთვის დამახასიათებელი ზოგი კლასიკური სახელი კვლავ დაბრუნდება. გოგონებისთვის ესენია ბეტსი, ნენსი და ჯუდიტი, ხოლო ბიჭებისთვის - ბრიუსი, მონტი და უესი.

Nameberry-მ სულ 10 ტენდენცია გამოყო, რომლებიც 2026 წელს გახდება პოპულარული. მეხუთე ტენდენცია „რომანტიკული“ სახელებია. გოგონებისთვის ესენია კალისტა, კორდელია და ტამსინი, ხოლო ბიჭებში შესაძლოა გაიზარდოს ალისტერის, დეშიელისა და ტორენის პოპულარობა.

შემდეგი ტენდენცია ე.წ. „გაწყვეტილი ხმოვნების“ სახელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელში ხმოვნები ჭარბობს თანხმოვნებს. გოგონებისთვის შერჩეულია სახელები ანაიუ, აიუ და ლიანი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ,  ბიჭებში პოპულარული გახდება ეირიანი, რომეო და ტადეო.

ასევე გაიზრდება იმ სახელების რაოდენობა, რომლებიც რიცხვებს სიმბოლურად გამოხატავს. გოგონებისთვის პოპულარული იქნება სახელები ელევენი, უნა და სევინი, ხოლო ბიჭების სიაში მოხვდა ამილიონი, მილიარდი და ოქტავიანი.

კიდევ ერთი ტენდენციაა ანიმედან შთაგონებული სახელები. გოგონების შორის პოპულარობას იძენს ანია, რიო და რუმი, ხოლო ბიჭების სახელებად მოიაზრება ჯინუ, სადჟა და კირო.

ასევე მოსალოდნელია ბრიტანული ლიტერატურიდან აღებული სახელების პოპულარობის ზრდა. პროგნოზით, გოგონებისთვის პოპულარული იქნება ტესი, დარსი და ვირჯინია, ხოლო ბიჭებში გამოირჩევა ბრემი, ედმუნდი და უინსტონი. არ არის გამორიცხული, რომ ეს სახელები პოპულარული გახდეს დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთაც.