სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1752179551
შვილის დებიუტი ბეისბოლის წამყვან ამერიკულ კლუბში და მამის სამახსოვრო ჩანახატი - უცხოური პრესა აარონ შუნკისა და მამამისის - ერიკის შესახებ მოგვითხრობს. აარონი სულ ახლახან "Colorado Rockies" (კოლორადოს კლდეები) შეუერთდა, რომელიც პროფესიონალური ბეისბოლის კლუბია აშშ-დან.
შვილის დებიუტს მამა გულშემატკივართა ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. თამაშით გართულმა გარშემომყოფებმა ვერ შენიშნეს, რომ მთელი დროის განმავლობაში ის სცენის ასახვას ცდილობდა, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ჩანახატმა ყველა დააინტერესა.
"აწმყო მხოლოდ წამია, დასამახსოვრებელი დღეები კი არ განმეორდება. ვეცადე, ამ ესკიზით ჩემი და ჩემი ოჯახის სიხარული მუდმივ მოგონებად მექცია. პროფესიით მხატვარი არა, მაგრამ არქიტექტორი ვარ. ჩანახატს ჩემს შვილს ვუძღვნი და ამ ჟესტით წარმატებას ვუსურვებ", - ამბობს მამა, აარონი.