ტრამპმა ჩინეთი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ჩინეთი ტარიფების შემცირების შესახებ გაფორმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

აღნიშნულის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ორი კვირის წინ ჩინეთი სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეში იყო. ჩემ მიერ დაწესებულმა ძალიან მაღალმა ტარიფებმა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახადა ჩინეთისთვის ვაჭრობა შეერთებული შტატების ბაზარზე, რომელიც, უდავოდ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს მათთვის დამანგრეველი იყო. ბევრი ქარხანა დაიხურა და, რბილად რომ ვთქვათ, „სამოქალაქო არეულობა“ მოხდა. ვხედავდი, რა ხდებოდა და ეს არ მომეწონა, მათთვის და არა ჩვენთვის. სწრაფად დავდე შეთანხმება ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი იმ სიტუაციიდან, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი იქნებოდა და არ მინდოდა ამის ნახვა. ამ შეთანხმების წყალობით, ყველაფერი სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. ყველა ბედნიერი იყო. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩინეთმა სრულად დაარღვია ჩვენთან დადებული შეთანხმება, რაც, შესაძლოა, ზოგიერთისთვის გასაკვირი არც იყოს“, – წერს დონალდ ტრამპი.