ტრამპი ვაშინგტონში დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება

ფრიდრიხ მერცი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ვაშინგტონში გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს პირველად უმასპინძლებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპი და მერცი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საუბარი, სავარაუდოდ, ტარიფებსაც შეეხება.

როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპი ბრიუსელს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 50-პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუმცა რეგულაციის ძალაში შესვლა 9 ივლისამდე გადადო.