1746474873
ტრამპი პუტინის სამდღიან ზავზე: თითქოს ეს დიდი მიღწევა არ არის, მაგრამ ძალიან ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის წინადადება სამდღიანი ზავის შესახებ ძალიან ბევრია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო.
ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამშვიდობო ძალისხმევაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვართ შეთანხმების მისაღწევად“ და ორივე მხარე ამისკენ ისწრაფვის.
„როგორც იცით, პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ზავი, რაც დიდ მიღწევად არ ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, საიდან დავიწყეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა განმარტა, რომ მისი აზრით, ადრე რუსეთი არ იყო მზად რაიმე ზავისთვის, რადგან მისი წინამორბედი, ჯო ბაიდენი „სამი წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა პუტინს“.