ტრამპი: პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები შედგა - არსებობს დიდი შანსი, რომ შეხვედრა ძალიან მალე შედგება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ შედგა.

„დღეს პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები შედგა და დიდი შანსია, რომ ამ გზის დასასრულს მივუახლოვდით. არსებობს დიდი შანსი, რომ შეხვედრა ძალიან მალე შედგება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.