1757585059
ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ჩარლი კირკის მკვლელს დააკავებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცველები ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელს დააკავებენ.
„ისინი [სამართალდამცველები] ფაქტობრივად ნადირობენ მასზე. ვნახოთ, რა გამოვა. იმედი გვაქვს, ჩვენ მის დაკავებას შევძლებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.