შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მოლაპარაკებებზე დათანხმება ჩინეთმა აიძულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და დასძინა, რომ ოფიციალურმა პეკინმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
„ჩინეთი თანმიმდევრულად მხარს უჭერს ცეცხლისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და აგრეთვე დავების მოგვარებას პოლიტიკური და დიპლომატიური არხებით“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს მიმართა ოფიციალურმა პეკინმა.