ცნობილია ვინაობა საზღვარგარეთ მყოფი ორი "კანონიერი ქურდის", რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ
1778667405
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპის ვიზიტი 13-15 მაისს გაიმართება. პეკინში ის მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.
როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპთან ერთად ჩინეთში ჩავლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.
გარდა ამისა, ტრამპმა ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Nvidia-ს გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გაიყოლა.