1762280317
ტრამპი: 2024 წლის 5 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნა მთავრობა - ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სუვერენიტეტი
2024 წლის 5 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნა მთავრობა - ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სუვერენიტეტი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ მოვიგეთ უზარმაზარი არჩევნები, გავიმარჯვეთ შვიდივე მერყევ შტატში. ჩვენ მოვიგეთ ხმების რაოდენობით, რაც პირველი შემთხვევაა „რესპუბლიკელისთვის“ მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მოვიგეთ ამომრჩეველთა კოლეგია და მოვიგეთ ამერიკის საგრაფოების 86%, ეს დიდი ამბავია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მისი თანამდებობაზე ყოფნის დრო იყო „ნებისმიერი პრეზიდენტის საუკეთესო ცხრა თვე“.











