,,მინდა მოგმართოთ ყველას...ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ - თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
1762584569
იტალიის ალპებში მყინვარის ჩამოშლას სულ მცირე ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მყინვარის ნაწილი მაშინ ჩამოიშალა, როდესაც მოლაშქრეთა ჯგუფი ბილიკზე გადაადგილდებოდა. ამ დროისთვის ათი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
დოლომიტების მარმოლადის მთაზე ხუთი სამაშველო ვერტმფრენი და ათობით ალპური სამძებრო-სამაშველო სპეციალისტი, მათ შორის მაშველი ძაღლები გაგზავნეს.
იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კვირების განმავლობაში უკიდურესად მაღალი და საშუალოზე მაღალი ტემპერატურის შემდეგ, მყინვარი დესტაბილიზაციას განიცდიდა მის ძირში დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლის დიდი რაოდენობის გამო.