ტრაგედია იტალიაში: ძლიერმა ქარმა 12 წლის გოგო იმსხვერპლა

ქარი

იტალიის ქალაქ Bisceglie / ში 12 წლის  გოგონას დაეცა ხე  და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
როგორც  თვითმხილველები ამბობენ, 
ყველაფერი წამებში მოხდა, ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და გოგონას დაეცა.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მოზარდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები. მაშველებმა ბავშვის ხის ტოტებიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ალიჩია საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

 „ეს არის უდიდესი ტკივილი მთელი ქალაქისთვის. სიტყვები არ გვყოფნის იმ ტრაგედიის გამოსახატად, რომელმაც სულ რამდენიმე წამში ახალგაზრდა სიცოცხლე შეიწირა,“ — აცხადებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.