სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება.
სანქციები, გლობალურ ენერგომომარაგებაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 30 დღით მოხსნა, საშეღავათო პერიოდი კი, 19 აპრილს იწურება და აღარ გაგრძელდება.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსური ინსტიტუტები უნდა ელოდონ მკაცრ ზომებს, მათ შორის, მეორად სანქციებს, თუ ირანის საქმიანობის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამ პერიოდში დაახლოებით 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი მოხვდა მსოფლიო ბაზარზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას ემსახურებოდა, თუმცა აშშ ახლა ირანის წინააღმდეგ მაქსიმალურ ზეწოლას იწყებს.