„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
ვაშინგტონის რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 14 ივნისს აშშ-ის არმიის დაარსებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს დაკეტილი იქნება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აეროპორტის დაკეტვა აღლუმში მონაწილე სამხედრო ავიაციის გამო მოხდება, რათა სამხედრო ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს თავისუფლად ფრენის საშუალება ჰქონდეთ.
რონალდ რეიგანის აეროპორტი რამდენიმე საათით დაიკეტება. სადღესასწაულო ღონისძიებები ვაშინგტონის ეროვნულ ხეივანში გაიმართება, წერს The Washington Post-ი.
საავიაციო უწყების თანახმად, აეროპორტის რამდენიმესაათიანი დაკეტვა ასზე მეტ რეისსა და ათასობის მგზავრს პრობლემებს შეუქმნის.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ აპრილში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 14 ივნისს ამერიკული არმიის დაარსებიდან 250 წლისთავისთვის გრანდიოზული აღლუმის მოწყობა სურს. აღსანიშნავია, რომ 14 ივნისი ტრამპის დაბადების დღეც არის. თეთრი სახლის ლიდერს 79 წელი შეუსრულდება.