სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით იყო ჩასული, მეფე ჩარლზ მესამის ამერიკაში დაპატიჟებას გეგმავს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს ბრიტანელი მონარქი 2026 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე დაპატიჟოს. თეთრ სახლში სურთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა დღესასწაულზე „მთავარი როლი“ შეასრულოს.
The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ ეს თეთრის სახლის წინასწარი გეგმებია. ვიზიტის დეტალები ჯერ დამუშავებული არ არის.
ანონიმურმა წყარომ ამერიკიდან განუცხადა გამოცემას, რომ აშშ-ის ლიდერს დიდ ბრიტანეთში ორგანიზებული ღონისძიებები მოეწონა. მისი თქმით, „ეს ნამდვილად ფანტასტიკური მოგზაურობა იყო“. წყარომ აღნიშნა, რომ ბრიტანელებმა აშშ-ში მომავალი ვიზიტის თამასა მაღლა აწიეს.