1748675716
The Guardian: აშშ-ში წელს ლგბტ პრაიდი შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს ლგბტ პრაიდი შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის მსხვილი კერძო კომპანიები, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა შტატში მასშტაბურ ღონისძიებებს ასპონსორებდნენ, ამჟამად თავს იკავებენ.
The Guardian-ის ცნობით, სან-ფრანცისკოს პრაიდმა 200 ათასი დოლარის ოდენობის დაფინანსება დაკარგა, აიდაჰოს უმსხვილესმა პრაიდმა კი 400 ათასი დოლარი, ნიუ-იორკში ლგბტ პრაიდის დაფინანსება წელს 750 ათასი დოლარით შემცირდა.
იუტის შტატმა კი სამთავრობო შენობებსა და სკოლებზე ლგბტ დროშების აღმართვა აკრძალა, მათი გამოფენა 500 დოლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ლგბტ პრაიდის ღონისძიებები ივნისში იმართება.