გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ვაშინგტონის მიერ კიევისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერება სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ ნიშნავს. კომენტარი ამ თემაზე პრესკონფერენციაზე უწყების პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა გააკეთა.
„შეერთებულ შტატებს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის დახმარებაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ეს მხოლოდ ერთი ასპექტი, ერთ კონკრეტული სიტუაცია იყო, რომელიც უკვე შეიცვალა. თავდაცვის მდივანმა განმარტა, რომ არსებობს სხვა, ძლიერი ვარიანტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გასაძლიერებლად“, - განმარტა მან.
1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა უკრაინაში შეიარაღების ნაწილის მიწოდება შეაჩერა. 2 დღის წინ კი ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს გაუგზავნის.