ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ტეხასი

 ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 129-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 166 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. კერის ოლქში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 36 ბავშვი.

ამასთან, მეტეოროლოგიური სამსახური ძლიერი წვიმის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას. სპეციალისტების პროგნოზით, არ არის გამორიცხული, რომ ნალექი კიდევ ერთ წყალდიდობას გამოიწვევს.

წყალდიდობა ტეხასში 4 ივლისს მოხდა.