დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რომში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან განიხილა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
როგორც „სქაი ნიუსის“ წყაროები აცხადებენ, ტრამპი ამ თემაზე მელონის 7 აგვისტოს ესაუბრა.
ტელეკომპანიის წყაროების ცნობით, თუ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები რომში შეხვედრაზე შეთანხმდებიან, ეს დიდი ალბათობით ვატიკანში მოხდება.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ „მიუხედავად იმისა, სად და როგორ გაიმართება ნამდვილი დიპლომატიური დიალოგი რუსეთსა და უკრაინას შორის, იტალია მზად იქნება, გულწრფელად და კონსტრუქციულად დაუჭიროს მხარი ამ პროცესს“.
ამასთან, როგორც „სქაი ნიუსი“ აღნიშნავს, თუ იტალია ან ვატიკანი იქნება შერჩეული ტრამპის და პუტინის შეხვედრის ადგილად, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგენა სისხლი სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი, რომლითაც პუტინი უნდა დააპატიმრონ.
იტალია როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი იძულებული იქნება ეს გააკეთოს, თუ პუტინი ქვეყანაში ჩავა.
თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილად ასევე განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, შვეიცარია და რომი.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764