რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1758487623
სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „აპრელუ იერქირის“ წევრი ვოლოდია გრიგორიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ასევე მოკლეს ვოლოდია გრიგორიანის ახლო მეგობარი, სომხეთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მკვლელობა დაგმო და სამართალდამცავ ორგანოებს მისი გამოძიებისკენ მოუწოდა.
„მე მკაცრად ვგმობ პარაკარის თემის სოფელ მერძავანში მომხდარ თავხედურ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც თემის ხელმძღვანელი გრიგორიანი და მისი მეგობარი დაიღუპნენ. კიდევ ერთი დაჭრილი მამაკაცი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.
გრიგორიანი პარაკარის თემის ხელმძღვანელი იყო. იგი მიმდინარე წლის მარტში აირჩიეს. გრიგორიანმა არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.