მძიმე ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე - დაშავებულებს შორის არასრულწლოვანია
1752738277
სომხეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფაშინიანის განმარტებით, გადაწყვეტილება რესპუბლიკის დაბალანსებული და გააზრებული პოლიტიკის ლოგიკას შეესაბამება.
„სხვათა შორის, ამ ორგანიზაციაში ჩვენ დამკვირვებლის სტატუსი გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმის მიცემის უფლება არ გვქონდა და გადავწყვიტეთ ორგანიზაციის წევრი გავმხდარიყავით“, - თქვა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ასევე დაკავშირებულია „ორგანიზაციაში მიმდინარე მნიშვნელოვან და სტრუქტურულ ცვლილებებთან“.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) არის ათი წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ევრაზიული პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დააარსეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, რუსეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა.
2017 წლის ივნისში ორგანიზაცია, ინდოეთის და პაკისტანის მიღებით, რვა წევრამდე გაფართოვდა. ირანი ჯგუფს 2023 წლის ივლისში შეუერთდა, ხოლო ბელარუსი – 2024 წლის ივლისში.
კიდევ რამდენიმე ქვეყანა დამკვირვებლის ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით არის ჩართული.