სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
სომხეთი აზერბაიჯანს დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 მაისს 01:00 საათიდან 01:15 საათამდე აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა სიუნიქის რეგიონის სოფელ ხოზნავარის მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს, გამოიძიოს ხოზნავარში საცხოვრებელი შენობის მიმართ სროლის ფაქტი და საჯაროდ წარადგინოს ახსნა-განმარტება“, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.