რუმინეთში, რეალითი შოუს ვარსკვლავი შვილის თვალწინ მოკლეს
1748979865
დედას, რომელმაც 6 წლის შვილი გაყიდა, სამხრეთ აფრიკაში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკელ ქალს ექვსი წლის ქალიშვილის გატაცებისა და გაყიდვის გამო, ორ თანამზრახველთან ერთად, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლომ მოისმინა 30-ზე მეტი მოწმის ჩვენება, რომლებიც არასრულწლოვნის პრობლემურ ცხოვრებაზე საუბრობდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი იყო მთავარი მოწმის, ბავშვის დედის მეგობრის ჩვენება, რომელმაც განაცხადა: „მან მითხრა, რომ რაღაც სისულელე ჩაიდინა და შვილი ვიღაც მკურნალს მიჰყიდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში „სანგომას“ სახელით არის ცნობილი.
2024 წელს გაუჩინარებულ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. პროკურატურის ინფორმაციით, გოგონა „ექსპლუატაციის, კერძოდ, მონობის ან მსგავსი საქმიანობის“ შესასრულებლად გაყიდეს. ბავშვის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.