„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, ქართველი ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებში არ შესულა.
„ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან.“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კახრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.