4 ნოემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1762188338
საფრანგეთში სამედიცინო თვითმომსახურების ჯიხურებს ამონტაჟებენ. როგორც მედია წერს, სამედიცინო ჯიხურები გარეგნულად სამშენებლო კონტეინერებს წარმოადგენს, შიგნით კი არის კაბინეტი სტეტოსკოპითა და ტონომეტრით.
პაციენტებს სამედიცინო ინსტრუმენტებით სარგებლობა თავად მოუწევთ, ამისთვის მათ ექიმი ვოდეოკავშირის მეშვეობით მისცემს რჩევებს.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სამედიცინო ჯიხურების დამონტაჟების მიზანს წარმოადგენს საფრანგეთის რეგიონებში ექიმების დანაკლისთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმების ნაკლებობას ქვეყნის რეგიონების 90% განიცდის.
კომპანია „ლა ბოქს მედიკალე“ ამტკიცებს, რომ ახალი ტექნოლოგია დაავადებების პროფილაქტიკას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად შეამცირებს სიმპტომების გამოვლენიდან სამედიცინო მკურნალობის დაწყებამდე დროის მონაკვეთს.
ფრანგი ექიმების ნაწილი ამ ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დისტანციურ ფორმატში დეტალური გამოკვლევის ჩატარება შეუძლებელია.