საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, პარიზში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საფრანგეთი

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის შემცირებას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დედაქალაქის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი იმ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა, რომლებიც მათ ლუდის ქილებსა და ქვებს ესროდნენ.

პოლიციამ ასევე შეაჩერა პირები, რომლებიც ბანკებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

მედიის ცნობით, მცირე შეტაკებები მოხდა სხვა საპროტესტო აქციებზეც, მათ შორის ნანტსა და ლიონში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ქვეყნის დიდ ქალაქებში, ჯამში, 80 000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული.

მედიის ცნობით, დემონსტრანტებს შორის იყვნენ მასწავლებლები, მემანქანეები, ფარმაცევტები და სამედიცინო პერსონალი.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში 500 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.