რუსეთზე ზეწოლისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები კოორდინირებული უნდა იყოს - ანდრეი ერმაკი

ანდრეი ერმაკი

რუსეთზე ზეწოლისთვის აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები კოორდინირებული უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ამერიკულ ტელეარხ „ნიუსმაქს ტვ“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სენატში განხილული სანქციები „ძალიან ეფექტურია“ და ევროკავშირის პარტნიორებთან კოორდინირებული უნდა იყოს.

„სანქციები, რომლებიც დღეს სენატში განვიხილეთ, ძალიან ეფექტურია. ეს სანქციები ევროკავშირის პარტნიორებთან კოორდინირებული უნდა იყოს და თუ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი ერთდროულად გამოვა, ეს რუსეთზე მართლაც მოახდენს ზეწოლას“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ ახალი „რეალური და ეფექტური“ სანქციების ძიების მნიშვნელობას.

ანდრეი ერმაკის თქმით, ასეთი შეზღუდვები შედეგს იძლევა, თუმცა გარკვეული დრო სჭირდება.

„სანქციების შესახებ სენატორ გრემის საკანონმდებლო ინიციატივა ეხება ნავთობს, ენერგეტიკულ და საბანკო სექტორს, ეს მართლაც მტკივნეული და მართლაც ეფექტური სანქციებია. პუტინი შეჩერდება და მოლაპარაკებაზე წავა მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს, რომ ომის გაგრძელება ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან განიხილავს ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს და თქვა, რომ „აშშ-თან უსაფრთხოების ძლიერი შეთანხმებები სჭირდება“.