მთავრობა ოჯახებს, მინიმუმ, 30 000 ლარს გადაუხდის - ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სოლიდურ თანხას
1778181383
რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებაში აზრზე ვერ ხედავს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
მისი განცხადებით, მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ ექნება მანამ, სანამ უკრაინა დონბასიდან თავის შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.
„ყველას ესმის, მათ შორის, ვიტყოდი, რომ უკრაინელ მომლაპარაკებლებსაც, რომ ახლა კიევმა მხოლოდ ერთი სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას, რის შემდეგაც, პირველ რიგში, შეჩერდება ყველა საბრძოლო მოქმედება, ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება პერსპექტივა მომავალი გრძელვადიანი დარეგულირების სერიოზული მსჯელობისთვის“, - ციტირებს რუსული მედია უშაკოვს.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ერთმანეთის დარწმუნება დროის ფუჭი ფლანგვაა მანამ, სანამ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს.