1778240879
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ დამალაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ბერიძემ, მერის პირველ მოადგილესთან დავით პაპაშვილთან ერთად სოფელ დამალაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელში შიდა გზებს, მოეწყობა სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 789 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.











