„დედისერთა იყო...“ - უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია
1755716181
რუსეთის არმია უკრაინას დრონებით მასიურად უტევს, რეგიონების უმეტესობაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოლტავას ოლქიდან რაკეტების ორი ჯგუფი კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით მიემართება. დნეპროპეტროვსკის ოლქში რაკეტების სამი ჯგუფი სამხრეთის/სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიემართება“, - აცხადებენ საჰაერო ძალები.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა რაკეტები, რომლებიც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან პოლტავას ოლქისკენ მიემართება, ასევე ბალისტიკური რაკეტა დნეპრის მიმართულებით და ფრთოსანი რაკეტები ჩერნიგოვის ოლქში.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ.
სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქვეყნის ბევრ რეგიონში მტრის დრონების გადაადგილების შესახებ.