„პირველივე სამუშაო დღეს გარდაიცვალა…“ - ტრაგედია სვანეთში
1754942229
პუტინი ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შეწყვეტისთვის, პირიქით, რუსეთი ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოისმინა დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში იმის შესახებ, თუ რას ელოდება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რისთვის ემზადება სინამდვილეში.
"კერძოდ, ეს არის სამხედრო მზადება. ის ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შეწყვეტისთვის. პუტინი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკასთან შეხვედრა პირად გამარჯვებად წარმოაჩინოს და გააგრძელოს მოქმედება ისე, როგორც ადრე, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ისე, როგორც ადრე. არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა მიიღეს სიგნალები ომისშემდგომი სიტუაციისთვის მოსამზადებლად, ჯერ არა. პირიქით, ისინი თავიანთ ჯარებსა და ძალებს ისე გადააადგილებენ, რომ დაიწყონ ახალი შეტევითი ოპერაციები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.