რომის ახალმა პაპმა ვატიკანში შეკრებილებს მიმართა - რა უთხრა ლეო XIV-მ ხალხს

ლეო XIV

ამ კვირაში არჩეულმა რომის ახალმა პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს საკვირაო მესის შემდეგ პირველად მიმართა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა მოედანზე შეკრებილები დალოცა, მათ წინაშე სიტყვით წადგა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა „აღაო იომონ“.

„არა ომს“, - განაცხადა პაპმა. მან მხარეებს უკრაინაში „ჭეშმარიტი, სამართლიანი და მყარი მშვიდობის“ დასამყარებლად მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ღრმად დამწუხრებულია ღაზაში მიმდინარე ომის გამო. ლეო XIV-მ ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მძევლების გათავისუფლებისკენ და ღაზის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.

პონტიფექსმა დასძინა, რომ სიხარულით შეხვდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ამ ქვეყნებს შორის ახალ, უფრო მყარ შეთანხმებას ჩაუყრის საფუძველს.