The Times: სტამბოლში შეხვედრის შემთხვევაში, პუტინი უკრაინისგან პრაქტიკულად კაპიტულაციას მოითხოვს

პუტინი

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტამბოლის შეხვედრა შედგება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისგან პრაქტიკულად კაპიტულაციას მოითხოვს.

სტატიაში აღნისნულია, რომ კრემლის ლიდერი უკრაინულ მხარეს ულტიმატუმს წაუყენებს, რომ კიევმა ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი და კიდევ 4 რეგიონი დათმოს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს სტამბოლში დაელოდება.