კაცმა საკუთარი ოჯახი გაძარცვა და შვილის საცოლესთან ერთად გაიპარა (უცხოეთი)
1752773363
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერა, სადაც რუსულ გაზზე უარის თქმის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს. წერილის ასლი ფიცომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
წერილში ფიცო მკვეთრად აკრიტიკებს ევროკომისიის წინადადებას, 2028 წლის პირველი იანვრის შემდეგ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
„სლოვაკეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას გაზის მიწოდების ნაწილში, რადგან ეს ზიანს აყენებს სლოვაკურ დასახლებებს, ბიზნესს და ემუქრება მთელი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას“, – წერს ფიცო.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრულია და არ უნდა იყოს მოულოდნელი, ხოლო სლოვაკეთი ამას განიხილავს, როგორც სანქციას და აკავშირებს მას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტთან. ამიტომ, მისი თქმით, სლოვაკეთი ელოდება, რომ სანქციების პაკეტისთვის ხმის მიცემა მხოლოდ გაზმომარაგების არსებითი რისკების აღმოფხვრის შემდეგ მოხდება.
სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთში არ არსებობს მინიმალური კონსენსუსიც კი ევროკომისიის პოზიციის მხარდასაჭერად, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს უკიდურესად ნეგატიური მოსაზრება აქვთ ინიციატივის მიმართ. ის ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს, მომდევნო საათები და დღეები სლოვაკეთის მთავრობასა და ევროკომისიას შორის დიალოგის გასაგრძელებლად გამოიყენოს.