1755115333
Reuters: ტაიფუნ „პოდულის“ მოლოდინში ტაივანის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ხალხის ევაკუაცია დაიწყო

ტაიფუნ „პოდულის“ მოლოდინში ტაივანის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ხალხის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 5 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გახიზნულია. ევაკუაციას არმია ატარებს. ქარის სიჩქარე საათში 191 კილომეტრს აღწევს.
ძლიერი ღელვაა სანაპირო ზოლზე. სტიქია ქალაქ ტაიდუმის მიმართულებით მოძრაობს. ცხრა ქალაქსა და რიგ დასახლებებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეჩერდა მუშაობა, დაიხურა სკოლები.