ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1750334792
პრინც ჰარი და მეგან მარკლი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანას დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდნენ. წყვილისა და მათი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელებში იშვიათად ჩნდებოდა. თუმცა, ბოლო დროს ეს ტენდენცია შეიცვალა.
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგმა საზოგადოებას აქამდე უცნობი არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა გაუზიარეს.
მათ შორისაა სამშობიაროში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ ორსული მეგანი და პრინც ჰარი ლილიბეტის დაბადების მოლოდინში.
შვილებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა პრინც ჰარიმაც.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პრინცი ჰარი მეფე ჩარლზთან კომუნიკაციის აღდგენას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. ის მამას წერილებს უგზავნიდა, ხშირად ურეკავდა, თუმცა უშედეგოდ. წყარო ირწმუნება, რომ შვილების ფოტოების გამოქვეყნებით, პრინც ჰარის სურს მეფე ჩარლზს დაანახვოს, თუ რამხელა რამეს კარგავს.
„პრინც ჰარი გულგატეხილია. მეფე ჩარლზი მისი და მისი ოჯახის ნახვაზე უარს ამბობს. ამიტომ პრინცი მამის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს",- ამბობს ანონიმური წყარო.