პენიტენციური სამსახური სააღდგომო ამანათში დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს
1775491307
რატომ არის Artemis2-ის ასტრონავტების აღჭურვილობა ნარინჯისფერი ფერის - ბოლო პერიოდში ეს კითხვა საზოგადოებაში არაერთხელ გაჟღერდა.
როგორც აღმოჩნდა, ეს შემთხვევითი არ არის და სინამდვილეში მას საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულება აქვს.

აღსანიშნავია, რომ კაშკაშა ნარინჯისფერი საგანგებო სიტუაციების დროს მარტივი შესამჩნევია და მაშინვე თვალში გხვდება. მსგავსი ფერის აღჭურვილობას ასტრონავტები 1981 წლიდან კოსმოსური მისიების მიმდინარეობის დროს ატარებენ.

ნარინჯისფერი ფერის გარჩევა სამაშველო ჯგუფებისთვის უფრო მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადარჩენის შემდეგ, ასტრონავტები ოკეანეში აღმოჩნდებიან.
კოსტიუმები ეკიპაჟის წევრებისთვის ინდივიდუალურად მზადდება. ჩაფხუტი უფრო მსუბუქი და გამძლეა, გაუმჯობესებული ხმაურის იზოლაციით, რაც ეკიპაჟს ერთმანეთთან და მისიის კონტროლთან კომუნიკაციას უადვილებს. ხელთათმანები თავსებადია სენსორულ ეკრანებთან, ხოლო ჩექმები უფრო მოქნილი და ცეცხლგამძლეა.გადაკეთებული ელვა შესაკრავი კოსტიუმის უფრო სწრაფად ჩაცმისა და გახდის საშუალებას იძლევა.
გაუმჯობესებული თერმორეგულაციის სისტემა, ასტრონავტებს ეხმარება სიმშრალე და სიგრილე შეინარჩუნონ.