„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
ბოლო ერთ კვირაში ეს რუსეთისა და ისრაელის ლიდერების მეორე საუბარია.
პირველი საუბარი 28 ივლისს შედგა, როდესაც ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოსკოვი მუდმივად უჭერს მხარს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
ვლადიმერ პუტინმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებს.